ერგონომიული ავეჯის მნიშვნელობა თანამედროვე საოფისე გარემოში
ტრადიციული სამუშაო სივრცის დიზაინში აქცენტი ხშირად ფულის დაზოგვაზე კეთდება. ბიზნესში, სადაც თითეული ლარიც კი მნიშვნელოვანია, ხშირად ავიწყდებათ რომ სწორად შერჩეული საოფისე ავეჯი შეიძლება იგივე მნიშვნელობის ინვესტიცია იყოს, როგორც ნებისმიერი სხვა დანარჩენი. საბედნიეროდ, საქართველოში ეს ტენდეცია დროთა განმავლობაში იცვლება და უფრო და უფრო იზრდება იმ ორგანიზაციების რიცხვიც, რომლებიც პრიორიტეტს თანამშრომლების კომფორტსა და კეთილდღეობაზე აკეთებენ.
ერგონომიული საოფისე ავეჯი და თანამშრომლებზე მორგებული სამუშაო სივრცე არა მხოლოდ უფრო ეფექტურ და პროდუქტიულ სამუშაო გარემოს ქმნის, არამედ რიგი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის ბენეფიტებიც ახლავს თან. დღესდღეისობით, შეიძლება მაგიდასთან მჯდომარე პოზიციაში იმაზე მეტ დროს ვატარებდეთ, ვიდრე გვეძინოს, ამიტომ თანამედროვე სამუშაო სივრცის დაგეგმარებისას ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის გათვალისწინება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
ამ ბლოგში ვეცდებით მიმოვიხილოთ ერგონომიული ავეჯის მნიშვნელობა თანამედროვე საოფისე გარემოში და გაგიზიაროთ რჩევები თუ რა ნაბიჯებია საჭირო თანამშრომლებზე მორგებული, მაქსიმალურად კომფორტული და პროდუქტიული სამუშაო გარემოს შესაქმნელად.
ერგონომიული საოფისე სკამი
ჩვენი თანამშრომლები ყველაზე მეტ დროს მჯდომარე პოზაში ატარებენ, ამიტომ გასაკვირი არ არის რომ ოფისში ეფექტური სამუშაო გარემოს შესაქმნელად სწორი ავეჯის შერჩევა ერთ-ერთ უმთავრეს ნაბიჯს წარმოადგენს.
ტრადიციული საოფისე ავეჯისგან განსხვავებით, ერგონომიული საოფისე სკამები ჩვენს სხეულს ბუნებრივ პოზას უნარჩუნებენ, შესაბამისად ვიღებთ შემცირებულ დატვირთვას კუნთებსა და ხერხემალზე, რაც თავიდან აგარიდებთ გრძელვადიანი ჯანმრთელობის პრობლემებს, როგორიცაა ზურგის ტკივილი და ხერხემლის პრობლემები.
ერგონომიულ სკამები, რომლებსაც აქვთ წელის საყრდენი და რეგულირებადი სიმაღლის ფუნქცია, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას უწყობს ხელს, რაც თავიდან აგარიდებთ დაღლილობას.
სიმაღლეში რეგულირებადი მაგიდა
სამუშაო სივრცე, სადაც თანამშრომლებს მაქსიმალური თავისუფლება ეძლევათ საგრძნობლად ზრდის მათ პროდუქტიულობასა და ცხოვრების ხარისხს, რაც საბოლოო ჯამში კომპანიის საერთო ეფექტურობაზეც ახდენს გავლენას.
სიმაღლეში რეგულირებადი ერგონომიული მაგიდები, მათი მრავალფუნქციური დიზაინით, მარტივი ფორმითა და მინიმალისტურით შეხებით, იდეალური დანამატია ნებისმიერი სივრცისათვის. მათი დახვეწილი დიზაინი, მოძრავ სადგამთან და მყარ ზედაპირთან ერთად მათ თანამედროვე საოფისე ფართების სრულყოფილ ნაწილად აქცევს. სიმაღლის რეგულირების მექანიზმის წყალობით მაგიდა სრულად ერგება ჩვენს მოთხოვნილებებს და სხვა ბევრი საჭირო მახასიათებელი აქვს, რაც თანამედროვე სამუშაო გარემოსთვის არის აუცილებელი.
სიმაღლეში რეგულირებადი მაგიდების გამოყენება შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურ სამუშაო სავრცეებში, ასევე დახურულ ოფისში ან სახლში.
აკუსტიკური პოდები
სწორად მოწყობილი სამუშაო სივრცე, სადაც ჩვენს გუნდის წევრებს სპეციალურად განკუთვნილი სივრცე ექნებათ შეხვედრებისთვის, სასაუბროდ თუ სატელეფონო და ვიდეო ზარების განსახორციელებლად, სამუშაო გარემოს ბევრად თანამშრომლებზე მორგებულს ხდის და ზრდის კრეატიულობას.
აკუსტიკური პოდები ეფექტურად ბლოკავს გარედან შემომავალ ხმაურს და ახშობს შიგნით წარმოქმნილ ხმას. ისინი აღჭურვილია უსაფრთხო მინის კარით და მოყვება დამაკავშირებელი პანელები, სავენტილაციო სისტემა, ენერგოეფექტური LED განათება, USB პორტები და ხმის სისტემა.
აკუსტიკური პოდები წარმოდგენილია სამ სხვადასხვა ზომაში და მათი გამოყენება შესაძლებელია როგორც საოფისე გარემოში, ასევე სხვადასხვა ღონისძიებებზე, სასტუმროებში, საჯარო შენობებში, აეროპორტებში და სხვა.
რბილი იატაკი
სწორად შერჩეული იატაკი ნებისმიერი თანამედროვე სივრცის საფუძველს წარმოადგენს. განურჩევლად სივრცის დანიშნულებისა, სწორი იატაკის შერჩევას გადამწყვეტი როლი ენიჭება მაქსიმალური ვიზუალური ეფექტის და რაც მთავარია, კომფორტისა და პროდუქტიულობის მისაღწევად.
დღესდღეობით, შესაფერისი ხარისხის იატაკის შერჩევა განიხილება, როგორც სწორი ინვესტიცია და ნებისმიერი ბიუჯეტის შესაფერისი ვარიანტი არსებობს, რომელიც წლების განმავლობაში ხარისხიანად გემსახურებათ და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თქვენი და თქვენი თანამშრომლების კეთილდღეობასა და ყოველდღიურ გამოცდილებაში.
ფაბრიკა კონტრატი ბაზრის ლიდერი ბრენდის Shaw Contract -ის ოფიციალური წარმომადგენლია, რაც საშუალებას გვაძლევს ქართველ მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის პროდუქცია შევთავაზოთ, იქნება ეს ხალიჩები თუ ვინილის იატაკი, როგორც კერძო ისე კომერციული პროექტებისათვის.
განათება
სინათლე ერთ-ერთი ყველაზე მნიშნველოვანი ფაქტორია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომელსაც საციცოცხლო გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე. სწორი განათება ხელს უწყობს ჩვენი ბუნებრივი დღე-ღამის რიტმის შენარჩუნებას. შედეგად ღამით უკეთ გვძინავს, ხოლო დღის განმავლობაში უფრო დასვენებულები და კონცენტრირებულები ვართ. გარდა ამისა, სწორი ნათება ჩვენს ორგანიზმში სეროტონინის და დ-ვიტამინის დონეს ზრდის, რაც მეტ მოტივაციას გვაძლევს, შედეგად კი ჩვენი პროდუქტიულობაც იზრდება.
სინათლის საუკეთესო წყარო, რა თქმა უნდა, მზის შუქია, მაგრამ მათვის ვინც მას საკმარისად ვერ იღებს, ჩვენი სანათების სახით ბიოლოგიურად ეფექტურ სინათლის წყაროს ვთავაზობთ, რომლებიც უზრუნველყოფილია ინოვაციური ლედ ტექნოლოგიით და უნიკალური დიზაინით არის წარმოდგენილი, რომელიც ნებისმიერ გარემოში შეგიძლიათ გამოიყენოთ და მოარგოთ თქვენს სურვილებს.
იცოდით თუ არა, რომ სწორად შერჩეული განათება ჩვენს პროდუქტიულობას 25%-ით ზრდის ?
ეს რიგი ფაქტორები პირდაპირ კავშირშია ჩვენი თამანშრომლების პროდუქტიულობისა და მათი ცხოვრების ხარისხის გასაზრდელად. როდესაც კომფორტულად ხარ და ტკივილი არ გაწუხებს, დიდი შანსია რომ საქმეზე უფრო ორიენტირებული იქნები. კომფორტული და ჯანსაღი გარემოს შექმნით, სამუშაო სივრცეში იკლებს სტრესიც, რაც დადებითად აისახება ჩვენი თანამშრომლების ხასიათსა და საერთო კეთილდღეობაზე, რაც მომავალში კომპანიის საერთო ეფექტურობაზეც ახდენს გავლენას.
საერთო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორად შერჩეული საოფისე ავეჯი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინვესტიციაა თანამედროვე სამუშაო გარემოს შესაქმნელად და უდიდეს გავლენას ახდენს ჩვენი თანამშრომლების როგორც ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე, ასვეე მათ პროდუქტიულობასა და საერთო კმაყოფილებაზე.
Fabrica Contract-ის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ ბაზრის ლიდერი ბრენდების მიერ წარმოებული ერგონომიული ავეჯი ნებისმიერი მდგომარეობისთვის. ამისათვის დაგვიკავშირდით ან ესტუმრეთ ჩვენს შოურუმს